მხატვრობა

ლეონარდო და ვინჩის ორი ავტოპორტრეტი

image#10776#1#თუ ამ დრომდე ლეონარდო და ვინჩის არც ერთი ახალგაზრდობის დროინდელი პორტრეტი არ იყო ცნობილი, ინგლისელი ხელოვნების ექსპერტის, როს კინგის ბოლოდროინდელი ნაშრომის მიხედვით, მხატვარმა საკუთარი თავი მილანის სანტა მარია დელე გრაციეს ტაძრის სატრაპეზოში მოხატულ საყოველთაოდ ცნობილ ფრესკაზე გამოსახა ადრეულ ასაკში და თანაც ორჯერ. როს კინგის აზრით, „საიდუმლო სერობის“  ორი მოციქული, იაკობი და თომა მხატვრის პროტოტიპები არიან.

„ლეონარდოს ავტოპორტრეტს მის ბევრ ნახატში ეძებდნენ, საიდუმლო სერობა, ალბათ ერთადერთი ნამუშევარია, რომელზეც ეჭვი არც ერთ აკდადემიკოსს, ან თუნდაც დილეტანტს არ მიუტანია“- განაცხადა კინგმა Indipendent-თან მიცემულ ინტერვიუში. თომა ზეცისკენ მიმართული თითითაა გამოსახული, ამ ჟესტს ლეონარდოსთან ხშირად შევხვდებით. კვლევის ავტორის აზრით, ლეონარდო იშვიათი გარეგნობის, კლასიკური სილამაზის პატრონი იყო.  ორივე მოციქულს, თომასაც და იაკობსაც აქვთ ის მახასიათებლები, რომლებიც მხატვრის გვიანდელ პორტრეტში გვხვდება: ბერძნული პროფილი, გრძელი თმა და წვერი, ამ უკანასკნელს იმხანად იტალიაში იშვიათად ატარებდნენ.

 

კომენტარები