ოსამა ბინ ლადენი

ახალი დეტალები ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის შესახებ

სპეცდანიშნულების რაზმ SEALS-ის ერთ-ერთი წევრის მიხედვით ოსამა ბინ ლადენი თავის ოთახში არ მოუკლავთ, სადაც ოფიციალური ვერსიით ის ცდილობდა თავისი ცოლი ცოცხალ ფარად გამოეყენებინა. სპეცრაზმელი, ფსევდონიმით მარკ ოუენი, თავის წიგნში არც თუ ისე მარტივი დღე  წერს, რომ ბინ ლადენს ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ესროლა, როცა მან თავისი ოთახიდან გამოიხედა, შემდეგ ის ოთახში შიეყვანეს და მკერდში რამდენჯერმე ესროლის.

თავდაპირველი ინფორმაციის მიხედვით ბინ ლადენი თავის ოთახში მოკლეს, თუმცა ეს ინფორმაცია მეორე დღესვე შეცვალა თეთრმა სახლმა და თქვა, რომ ნომერ პირველი ტერორისტი მესამე სართულზე სხვა საძინებელში მოკლეს. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა რომ ბინ ლადენი შეიარეღებული არ იყო.

"მესამე სართულზე ავდიოდით, სულ 5 ნაბიჯი თუ იქნებოდა დარჩენილი. ღამის ხედვის სათვალეებით ვმოძრაობდით. ამ დროს გავიგონე, რომ ერთ-ერთმა ჩვენგანმა რამდენჯერმე ისროლა. წინამძღოლმა დაინახა მამაკაცი, რომელიც ოთახიდან იყურებოდა, თუმცა მოგვიანებით ის გაქრა." ამის შემდეგ ჯარისკაცები ნელა შევდინენ ოთახში. ავტორის თქმით, არსებობდა საშიშროება, რომ რადგან ერთ-ერთი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, ტერორისტები სავარაუდო ინფრომაციას ფლობდნენ ოპერაციის შესახებ, ბინ ლადენს მოესწრობდა ასაფეთქებელი ნივთიერების მომზადებას. ამიტომ სპეცრაზმი განსაკუთრებით ფრთხილად მოქმედებდა. 

ოთახში შესვლის შემდეგ სპეცრაზმელებმა ორი ქალი დაინახეს, რომელიც მამაკაცის სხეულს დასტიროდნენ. რაზმის ერთ-ერთმა წევრმა ქალები ოთახის მეორე კუთხეში გაიყვანა. იატაკზე დაგდებულ მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, თუმცა მისი გარდაცვალება არ დასტურდებოდა. ამის შემდეგ ორმა სპეცრაზმელმა რამდენჯერმე ესროლა მკერდის არეში, რათა დარწმუნებულიყო ტერორისტის სიკვდილში. 

მარკ ოუენის წიგნი 3 სექტემბერს გამოვიდა და ავტორი მიღებული შემოსავლით დაცემული ჯარისჯაცების ოჯახების დახმარებას აპირებს.

კომენტარები