ამხანაგური მატჩი

დინამო თბილისი 2:1 ინტერი ბაქო

დღეს თბილისის დინამომ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ბაქოს ინტერს უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

ანგარიში დინამოელებმა მე-20 წუთზე გახსნეს - ირაკლი ძარიამ დაარტყა ზუსტად. 39-ე წუთზე სტუმრებმა საპასუხო გოლი გაიტანეს - გიორგიევსკიმ გამოიჩინა თავი, გამარჯვების ბურთი კი დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ პენალტით შეაგდო 55-ე წუთზე.

ინტერი, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახი ცხადაძე წვრთნის, საქართველოში ერთკვირიან შეკრებაზე იმყოფება და ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბსაც ამ ტურნეს ფარგლებში გაეჯიბრა.

ცნობისათვის: თბილისის დინამო ახალი მწვრთნელის, ჩეხი სპეციალისტის დუშან უჰრინის ხელმძღვანელობით დაუმარცხებელია. ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელებმა ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოიგეს, მანამდე კი სლოვენიაში საწვრთნელი შეკრება დაასრულეს წაგების გარეშე.

კომენტარები