გამოფენა

ლონდონში David Bowie Exhibiton გაიმართება

ლონდონის ვიქტორია და ალბერტის მუზეუმმა რეტროსპექტული გამოფენის გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა. ის დევიდ ბოუის შემოქმედებას მიეძღვნება, მომავალი წლის 23 მარტს გაიხსნება და 22 ივლისამდე გასტანს. ღონისძიების სპონსორი გუჩის მოდის სახლი გახდა.

მუზეუმმა ექსპონატების ფოტოებიც გამოაქვეყნა. გამოფენაზე, რომელიც 70-იანების ლეგენდარულ მუსიკოსს ეძღვნება, სამასზე მეტი ექსპონატის ნახვა იქნება შესაძლებელი. კოსტიუმები, ჩანაწერები, სკეტჩები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ფოტო და ვიდეო მასალები და ა.შ. თავად ბოუის არქივიდანაა. ექსპოზიცია ასევე წარმოგვიდგენს მაქქუინის პალტოს, რომელშიც ბოუი 1997 წლის ალბომის "Earthling" გარეკანისთვის გადაიღეს.

გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, მუსიკალური სამყაროდან დევიდ ბოუი ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა, რომელმაც მოდის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

 

 

 

კომენტარები