მწერლობა

ჩარლზ დიკენსის უცნობი წერილი აუქციონზე გაიყიდება

ინგლისში, აუქციონზე გაიყიდება ჩარლზ დიკენსის უცნობი წერილი, რომელიც 150 წლის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს.

The Daily Telegraph-ის ცნობით, წერილი გლოსტერშირის საგრაფოში, სოფელ ბლოკლში მცხოვრებმა ქალბატონმა, საკუთარ სახლში, წიგნების გადაადგილების დროს აღმოაჩინა. ქალბატონმა ბიბლიიდან გადმოვარდნილ ფურცელზე ჩარლზ დიკენსის ხელმოწერა და თარიღი - 1858 წელი ამოიკითხა.

ძნელად გასაშიფრი წერილის ნამდვილობა ექსპერტებმა დაადასტურეს. როგორც გაირკვა, წერილში დიკენსი საკუთარ ადვოკატს მიმართავს, მეუღლესთან განქორწინების თაობაზე.

წერილის მფლობელი ქალბატონი ვარაუდობს, რომ მისი გაყიდვის შემთხვევაში ათას ხუთას ფუნტს მიიღებს. 

კომენტარები