ქართული ოცნება

ქართული ოცნების ლიდერები ევროსაბჭოს წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაციას შეხვდნენ

საარჩევნო ბლოკ ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერები, საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაციას შეხვდნენ.

შეხვედრა დღეს დილით გაიმართა და მას ბიძინა ივანიშილთან ერთად დავით უსუფაშვილი, კახა კალაძე და თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.

ქართული ოცნების ლიდერები დელეგაციის წევრებს საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო მდგომარეობაზე ესაუბრნენ.

,,დელეგაციის წევრები საკმაოდ კარგად იცნობენ წინასაარჩევნოდ არსებულ იმ პრობლემებს, რომელსაც ჩვენი კოალიცია აწყდება. მათ ასევე ჰქონდათ შეკითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მივაწოდეთ. იმედი გვაქვს, არჩევნებზე მათი დამკვირვებლების დასწრება საშუალებას მოგვცემს, ჩვენს ისტორიაში პირველად მოვახერხოთ და დემოკრატიულის მსგავსი, ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც მისაღები არჩევნები ჩავატაროთ." - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები