მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

ესპანეთმა თბილისში ბურთის ფლობის რეკორდი დაამყარა

ესპანეთს ნაკრების გუშინდელ გამარჯვებას, საინტერესო სტატია მიუძღვნა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა მარკამ. სტატისტიკის მოყვარულებს დააინტერესებთ, რომ საქართველოსთან მატჩში, ესპანეთს ნაკრებმა ბურთის ფლობის რეკორდი დაამყარა. მას მერე, რაც ნაკრებს დელ ბოსკე უდგას სათავეში, ფურია როხას ამხელა უპირატესობა არც-ერთ ნაკრებთან არ ჰქონია. 80% მატჩისა, სტუმრები აკონტროლებდნენ ბურთს, ხოლო 20% - საქართველოს ნაკრები. ამ რიგად, ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა, გააუმჯობესეს რეკორდი, რომელიც კოსტა რიკასთან დაამყარეს (79%). უნდა აღნიშნო, რომ ბურთის ფლობის კომპონენტში დომინირება, დელ ბოსკეს გუნდისთვის ახალი არ არის. მას შემდეგ, რაც იგი ჩაუდგა ფურია როხას სათავეში, ესპანელებმა 64 მატჩში მოახერხეს მოწინააღმდეგეზე მეტი პროცენტის მოპოვება.

კომენტარები