ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების დაშლას არ გამორიცხავს

ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ კოალიცია დაიშალოს. ამის შესახებ ივანიშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ურმას პაეტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ქართული ოცნების დაშლა ნორმალურიც იქნება, რადგან კოალიცია რამდენიმე პარტიას აერთიანებს.

"ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს. გარკვეულწილად ეს ლოგიკური და ნორმალურია". - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას 12 სექტემბერს გერმანული კვლევითი ცენტრის forsa–ს მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზეც გააკეთა კომენტარი, რომელშიც ქართული ოცნება ლიდერობს. ივანიშვილის განცხადებით, აღნიშნული კვლევა არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კოალიცია პოლიტიკური პატიების რეიტინგში ლიდერობს.

„სხვადასხვა ცენტრების კვლევების თანახმად, ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას კარგი უპირატესობით ვუგებთ. ხოლო NDI და IRI, რომელთა გამოკითხვებშიც ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს, კვლევებზე არ არიან სპეციალიზირებულები, მათ ამერიკაში კვლევები არასდროს ჩაუტარებიათ.“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები