სოციოლოგიური კვლევა

forsa-ს კვლევები გაზპრომის შვილობილი კომპანიისთვის

კვლევითი ცენტრი forsa, რომელმაც 12 სექტემბერს საქართველოში წინასაარჩევნო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, გერმანიაში გაზპრომის შვილობილი კომპანიისთვის, ვინგაზისთვისაც ატარებდა გამოკითხვებს.
2006 წლის დასაწყისში უკრაინის გაზის კრიზისის ფონზე, როდესაც ევროპამ აქტიურად დაიწყო ენერგოდივერსიფიკაციაზე ფიქრი, forsa-მ ვინგაზისთვის გერმანელების გამოკითხვა ჩაატარა. ვინგაზის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ - forsa-ს გერმანიის ენერგეტიკულ ბაზარზე მიწოდების უსაფრთხოების კვლევამ აჩვენა, რომ გერმანიის მოსახლეობის 70%-ზე მეტი შეშფოთებულია ქვეყანის ენერგო მომარაგების საკითხით. თუმცა, იქვე ირკვევა, რომ გამოკითხვის თანახმად, 2006 წლის მარტში გერმანელები რუსულ გაზს უსაფრთხოდ მიიჩნევდნენ, ენდობოდნენ რუსეთს, ბუნებრივ აირს ყველაზე სასურველ ენერგომატარებლად აღიქვამდნენ და ყოფილი კანცლერის გერჰარდ შროდერის დანიშნვას ჩრდილოეთ ევროპის გაზსადენის მრჩეველთა საბჭოში დადებითად აფასებდნენ. 
2010 წელს კომპანიამ კიდევ ერთი კვლავა დაუკვეთა ცენტრს. forsa-მ 283 პოლიტიკოსი და ბიზნესმენი გამოკითხა, მათ შორის ბუნდესტაგის100-ზე მეტი დეპუტატი. ”უმრავლესობა ბუნებრივ აირს ემხრობა:  მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური მთავრობა ენერგეტიკულ კონცეფციაში ასე არ აფასებს ბუნებრივ აირს, ინდუსტრიის წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი ასოციაციებიც კი და გერმანიის პარლამენტის წევრები ყველა პოლიტიკური პარტიიდან, მიიჩნევენ რომ ბუნებრივი აირი ძალიან მნიშვნელოვანია  (განახლებად ენერგიასთან ერთად) გერმანიის მომავალი ენერგო მომარაგებისთვის. პარლამენტარების 80% ბუნებრივ აირის "მნიშვნელოვან ენერგოწყაროდ" აფასებს”, - ნათქვამია ვინგაზის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში
აღსანიშნავია, რომ ვინგაზი ბუნებრივი არის ერთ-ერთი უმსხვილესი მოვაჭრე და დისტრიბუტორია გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ჩეხეთსა და დანიაში. 

კომენტარები