შსს

შსს კატასტროფების შედეგებზე რეაგირების საველე ვარჯიშს ჩაატარებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 22-28 სექტემბერს თბილისის მახლობლად კატასტროფების შედეგებზე რეაგირების საველე ვარჯიშს "საქართველო 2012" ჩაატარებს. ვარჯიშები ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრთან (EADRCC) ერთად ჩატარდება.

შსს-ს ინფორმაციით, ვარჯიშში მონაწილეობას ევროატლანტიკურ პარტნიორთა საბჭო (EAPC) და 13 ქვეყანა მიიღებს, რომლებიც ვარჯიშში თავიანთი ოფიცრებით ჩაერთვებიან.

”მთლიანობაში ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს ათასზე მეტი პირი, რომლების ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო და სამხედრო ჯგუფის წევრები იქნებიან სხვადასხვა სახის საგანგებო სიატუაციებზე რეაგირების გამოცდილებით. ვარჯიშს ასევე 60-მდე დამკვირვებელი დაესწრება. „საქართველო 2012" საშუალებას მისცემს ნატოს და მის პარტნიორ ქვეყნებს პრაქტიკაში გამოსცადონ კატასტროფებზე რეაგირების მექანიზმები და თავიანთ შესაძლებლობები, ასევე გააღრმავონ თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების სფეროში.” -  ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვარჯიშის სცენარი მოიცავს ძლიერ მიწისძვრას, რომელიც თბილისის შემოგარენში მოხდება, რაც გამოიწვევს დიდი ოდენობით მსხვერპლს და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფართო მასშტაბიან ნგრევას, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების დაღვრას და რადიაციულ ინციდენტს.

 

კომენტარები