არჩევნები 2012

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით კომპანია GfK ეგზიტპოლს ჩაატარებს

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის დაკვეთით ეგზიტპოლს გერმანული კომპანია GfK ჩაატარებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ განაცხადა. მისი თქმით, ეგზიტპოლის ფარგლებში კომპანია გამოკითხვას საქართველოს მასშტაბით 220 საარჩევნო უბანზე ჩაატარებს და 25 000 რესპონდენტი გამოიკითხება.

ტელეკომპანიასა და კვლევით ორგანიზაციას შორის გაფორმებული კონტრაქტი აგრეთვე, სექტემბერში ორი სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას ითვალისწინებს. კონტრაქტის ღირებულება 230 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

GfK–მ პირველად ეგზიტპოლი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, თბილისის მერის არჩევის დროს ჩაატარა.

 

კომენტარები