Life

Guide 10 - 16

ესტე ლაუდერი კოსმეტიკური ბრენდების სამყაროში ის სახელია, რომელსაც ყოველთვის შეგიძლია ენდო – მის პროდუქციას დამსახურებულად აქვს მოპოვებული შესანიშნავი რეპუტაცია. ერინ ლაუდერმა (ესტე ლაუდერის შვილიშვილი), რომელიც ბებიის სილამაზის იმპერიის ერთ-ერთი მემკვიდრეა, საკუთარი ბრენდის შექმნა გადაწყვიტა და უკვე გამოუშვა დეკორატიული კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ხაზი. მასში ის პროდუქტები შევიდა, რომლებიც წლების განმავლობაში თავად ერინისთვის იქცა ე.წ. must have-ად. Must Have!

2) დიორის და მოდის ფოტოგრაფიის თაყვანისმცემლებს დიორის სახლმა საჩუქარი გაუკეთა – Stars in Dior, წიგნი, რომელმაც ორას ორმოცდაათზე მეტი შავ-თეთრი თუ ფერადი ფოტო დაიტია. მათზე ყველაზე ცნობილი ვარსკვლავებია

ასახული, ისეთები, როგორებიც არიან შარლიზ ტერონი, ნატალი პორტმანი, სოფი ლორენი, ელიზაბეტ ტეილორი... ყველა, ვინც ფილმებსა თუ რეკლამებში დიორის ნამუშევრების უკვდავყოფა მოახერხა.

3) იდეალურ სმარტფონში ყველა ჩვენგანი განსხვავებულ თვისებებს ეძებს – მელომანებისთვის კარგი სტერეოხმოვანებაა გადამწყვეტი ფაქტორი, ზოგს დიდი, მკაფიო ეკრანის გარეშე ვერ წარმოუდგენია, ზოგიც მთავარ ყურადღებას ბრენდს ანიჭებს. ფოტოების გადაღების მოყვარულებს კი HTC One X მოეწონებათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი კამერა, განათების და მოძრაობის მიუხედავად, წამში ოთხ ფოტოს იღებს. მეტიც, ამის გაკეთება ვიდეოს გადაღების პროცესშიც შეიძლება. ამასთან, Beats Audio სისტემა და ფართო ეკრანი, რომელიც არ იკაწრება, HTC-ის ახალი სმარტფონის დამატებით ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს.

4) Marni-ს შემოქმედებითმა დირექტორმა, კონსუელო კასტილიონიმ შემოდგომის კოლექცია New York Times-ის ილუსტრატორ ბრაიან რიასთან კოლაბორაციის შედეგად შექმნა. აღნიშნულ კოლექციაში მაისურებზე, სვიტერებსა თუ ჩანთებზე საინტერესო სცენებს წააწყდებით. აქ არის გოგონა, რომელიც უდაბნოში სეირნობისას ორ დაკარგულ პინგვინს ხვდება. დივანზე ჩამომჯდარ წყვილსაც ნახავთ, რომელთა შუაშიც დიდი და უცნაური მონსტრი მოკალათებულა... ამ სასაცილო ნახატების დამსახურებაა, რომ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ორიგინალური პრინტი Marni-სთან უნდა ვეძებოთ.

iPhone-ის ბედნიერ მფლობელებს შეუძლიათ უკვე თავად განსაზღვრონ, როგორ სიზმრებს ნახავენ. ამაში მათ დაეხმარებათ უფასო აპლიკაცია Dream:On, რომელიც ჰარტფორდშირის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს. საკმარისია ძილის სასურველი რეჟიმის არჩევა და ტელეფონის საწოლთან ახლოს მოთავსება – ხმოვანი სიგნალების გამოყენებით ის იზრუნებს, რომ ადამიანს ძილშიც კი მისთვის სასურველი განწყობა შეუქმნას. წლის ბოლოსთვის მსგავსი აპლიკაციის შექმნა ანდროიდისთვისაც იგეგმება.

6) ფილმების Paris, Je T’aime და New York, I Love You შემდეგ, შვიდი დღე ჰავანაში (7 Dias en La Habana) ის პროექტია, რომელიც კუბის დედაქალაქში ერთი კვირით გვამოგზაურებს. შვიდი დღე და შვიდი განსხვავებული ისტორია, რომლებიც სხვადასხვა რეჟისორებმა გადაიღეს, მათ შორის – ორშაბათი – ბენისიო დელ ტორომ, ოთხშაბათი – ხულიო მედემმა, პარასკევი კი – გასპარ ნოემ. ფილმის ბიუჯეტი სულ რაღაც სამი მილიონია, სცენარი კი კუბელმა რომანისტმა, ლეონარდო პადურა ფუენტესმა დაწერა.

კომენტარები