სტატისტიკა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება

0 კომენტარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) უახლესი, დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 2011 წელს გაიზარდა როგორც საქართველოში შემოსული ინვესტიციების, ისე ინვესტორი ქვეყნების რაოდენობაც.

2011 წელს ქვეყანაში სულ 1.117 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა. წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 37%-ით გაიზარდა.

საქართველოში ინვესტიციები 65 ქვეყნიდან განხორციელდა. 2011 წლის უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია. ამ ქვეყნიდან საქართველოში ერთი წლის მანძილზე 241.8 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც მთელი ინვესტიციების 22%-ია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83% ათ უმსხვილეს ინვესტორზე მოდის. მათ შორისაა, აზერბაიჯანი, დანია, საერთაშორისო ორგანიზაციები, თურქეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, ჩეხეთი, ლუქსემბურგი და ვირჯინის კუნძულები.

2011 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო. აქ ინვესტიციებმა 200 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ენერგეტიკის სექტორთან ერთად, წინა წელთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა განსაკუთრებით გაიზარდა ჯანდაცვისა და მშენებლობის სექტორებშიც.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მთელი ინვესტიციების 83% შვიდ ძირითად სექტორზე მოდის. ინვესტიციებისთვის მიმზიდველ დარგებს შორისაა: საფინანსო, კონსულტირების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორები.

2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილმა მშპ-ში 7.8% შეადგინა, რაც 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.8%-ით მეტია. 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და აგვისტოს ომის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-ში მუდმივად იზრდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები