ხელოვნება

თბილისის პირველი ტრიენალე

ჰიტო შტეიერლი. Adorno´s Grey, ინსტალაცია

ჰიტო შტეიერლი. Adorno´s Grey, ინსტალაცია
თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოდგომაზე თბილისს ევროკავშირის თანასწორი ინსტიტუციები და მნიშვნელოვანი პერსონები ესტუმრებიან, ოღონდ არტსამყაროდან. თანამედროვე არტსივრცეში მანიფესტა ან კასელის დოკუმენტა ხომ ევროკავშირის თანასწორად მიიჩნევა. მასში მონაწილე კურატორების, მხატვრების და მსოფლიოში ცნობილი არტ-საგამანათლებლო ინსტიტუციების ერთად თავმოყრა თბილისის პირველ ტრიენალეზე სახუმარო საქმე არ არის.

„დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა თბილისში მომხდარიყო ისეთი, რასაც საერთაშორისო ღირებულება ექნებოდა და არჩევანი განათლებაზე შევაჩერე, ეს ხომ მომავლის საქმეა”, – ამბობს ვატო წერეთელი, კურატორი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CCA-Tbilisi) დამფუძნებელი. ახლა ცენტრში ტრიენალესთვის დიდი სამზადისია. მას ჰენკს სლაგერიც სტუმრობს – ვატოსთან ერთად თბილისის ტრიენალეს კურატორი.

საერთოდ ძნელია, ვიზუალურად წარმოვიდგინოთ მასშტაბური გამოფენა სახელოვნებო განათლებისა და არტის კვლევაზე. თბილისის ტრიენალეს კონცეფცია კი სწორედ ეს არის – „აკადემია, როგორც გამოფენა”. მის განსახორციელებლად ტრიენალეზე მოწვეულია 12 ექსპერიმენტული საგანმანათლებლო პლატფორმა: ვიზუალური ხელოვნების სკოლა ლისაბონიდან; ხელოვნების უმაღლესი ინსტიტუტი ISA (ჰავანა); Staedelschule (ფრანკფურტი); ფინეთის სამხატვრო აკადემია; MaHKU (უტრეხტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლა); F+F (ციურიხი); Mildred’s Lane (ნიუ იორკი) – ჩამონათვალი დიდია და ყოველი მათგანი თავის ხედვას წარმოგვიდგენს აკადემიებსა და სახელოვნებო განათლებაზე. მაგრამ მარტო ეს არ არის: ტრიენალეს მეორე ნაწილში, რომელიც კურატორულ პროექტებს წარმოადგენს, 4

სამი ვან ინგენი. კადრი ვიდეოინსტალაციიდან Just One Kiss
ცნობილი არტისტია, მაგალითად, ანტონ ვიდოკლე – ცნობილი ონლაინ არტჟურნალის e-flux დამაარსებელი, დოკუმენტა 13-ის თუ ვენეციის, შანხაის, ლივერპულის ბიენალეების მონაწილე. თანამედროვე არტის სამყაროში ის ცნობილია პროექტით United Nations Plaza (UNP), რომელიც აღმოსავლეთ ბერლინში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან განახორციელა. ფაქტობრივად, ეს იყო საზოგადოებრივი პერფორმანსი, რომელიც 1 წელიწადს გრძელდებოდა. საინტერესოა, როგორ აითვისებს ამჯერად ვიდოკლე თბილისის საზოგადოებრივ სივრცეს.

თბილისის ტრიენალეს კურატორის რანგში კიდევ ერთი ცნობილი არტისტი, ჰიტო შტეიერლი ესტუმრება. ის დოკუმენტურ ვიდეოებზე მუშაობს და მანიფესტა 5-ის, დოკუმენტა 12-ის, შანხაის ბიენალეს მონაწილე და გოლდსმიტის კოლეჯის კურატორული სწავლების ცენტრის პროფესორია.

ტრიენალეს კურატორულ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ შტეფან დილემუთი – მიუნხენის ხელოვნების აკადემიის პროფესორი და მარიონ ფონ ოსტენი – არტის მკვლევარი და თეორეტიკოსი. ტრიენალეს პირველ კვირას დაგეგმილი სიმპოზიუმისთვის კი თბილისში ბევრი სხვა არტისტი მოიყრის თავს.

ამ ყველაფრისთვის ტრიენალეს კურატორები – ვატო წერეთელი და ჰენკ სლაგერი საგამოფენო სივრცეებს არჩევენ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ თბილისის ტრიენალე ეროვნულ მუზეუმს, ევროპის სახლს, ლიტერატურის მუზეუმს, გოეთეს ინსტიტუტს, თბილისის სამხატვრო აკადემიას, CCA-თბილისის საგამოფენო დარბაზებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ

შტეფან დილემუთი. The Hardway to Enlightment. ინსტალაცია
სივრცეებს დაიკავებს, პატრონაჟს კი კულტურის სამინისტრო გაუწევს.

თავად ჰენკ სლაგერი უტრეხტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლის (MaHKU) პროფესორია. მისი კურატორული პრაქტიკის ჩამონათვალში შედის: Flash Cube (სეული 2007); Translocalmotion (შანხაის მე-7 ბიენალე. 2008); Nameless Science (Apex Art, NY. 2009); As the Academy Turns (მანიფესტა. 2010) და Any-medium-whatever (ვენეციის ბიენალე. საქართველოს პავილიონი. 2011).

„თბილისის ტრიენალეს შესახებ პირველად ერთი წლის წინ, ვენეციის ბიენალეზე, ქართულ პავილიონში ვისაუბრე ვატოსთან. მას მაშინ CCA-Tbilisi-ის 5 სტუდენტი ჰყავდა ჩამოყვანილი. მათ კურატორულ ვორქშოპს 27-ე მანიფესტას დირექტორი, ჰედვიგ ფიგენი უტარებდათ”, – იხსენებს ჰენკ სლაგერი.

სლაგერმა მაშინ ვატო წერეთელს თავისი ცნობილი წიგნი – Agonistic academies აჩუქა. „ამ წიგნმა კიდევ უფრო მეტად

ტიონგ ანგი. PaviLlion of Distance #1: A Greek Tragedy
გამიმტკიცა აზრი თბილისში ტრიენალეს ჩატარებაზე, რომელსაც საგანმანათლებლო პროცესის კვლევის ფორმა ექნებოდა. საერთოდ, დიდი ხანია ვფიქრობ, რატომ არ შეიძლება თბილისის სამხატვრო აკადემია „ახალი ლაიფციგის სკოლის” მსგავსად ვაქციოთ ბრენდად. ისე, როგორც ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ „ახალი ლაიფციგელებით” დაინტერესდნენ დასავლურ არტბაზარზე, ასეთივე ინტერესი დღეს შესაძლოა საქართველომ, როგორც დასავლური ოჯახის ახალმა წევრმა გამოიწვიოს. ამისთვის კი უფრო მოქნილი, დროსთან ადეკვატური სახელოვნებო განათლებაა საჭირო. თბილისის ტრიენალე ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება”, – ამბობს ვატო წერეთელი.

Offside Effect (თამაშგარე ეფექტი) – ასე დაარქვეს კურატორებმა თბილისის პირველ ტრიენალეს, რომელიც ცოდნის პროდუქციის ფორმალური ჩარჩოების რღვევას, სახელოვნებო განათლების დროსთან ადეკვატურობასა და ექსპერიმენტულ აზროვნებას გვთავაზობს.

ასე რომ, შემოდგომაზე პოლიტიკურად აქტიურ თბილისს არტ-ისტულად აქტუალური თბილისიც დაემატება.

 

 

კომენტარები