სამეფო ოჯახი

სასამართლომ პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის საჩივარი დააკმაყოფილა

საფრანგეთის სასამართლომ ბრიტანეთის პრინცის, უილიამის და მისი მეუღლეს მიერ ჟურნალ Closer-ის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი დააკმაყოფილა.

ფრანგულ გამოცემას, რომელმაც ქეით მიდლტონის წელზევით შიშველი ფოტოები გამოქვეყნა, აღნიშნული სურათების ხელახლა დაბეჭდვა ან საფრანგეთის ტერიტორიაზე გავრცელება ეკრძალება. Closer-ი აგრეთვე, ვალდებულია, 24 საათის განმავლობაში ფოტოების ორიგინალები გასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალს 10 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.

სასამართლოში შეტანილ სარჩელში პრინცი ულიამი და ქეით მიდლტონი აღნიშნავენ, რომ ფრანგულმა გამოცემამ მათი პირადი ცხოვრების უფლებები დაარღვია.

Closer-მა სურათები, რომელზეც პრინცის მეუღლე წელზევით შიშველი ირუჯება, 14 სექტემბერს გამოაქვეყნა. ფოტოები პაპარაცებმა საფრანგეთში მდებარე სასახლეში გადაიღეს, სადაც ცოლ-ქმარი ნათესავებთან იმყოფებოდა.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის სკანდალური ფოტოები გარდა ფრანგული ჟურნალისა, მოგვიანებით ირლანდიურმა გაზეთმა Irish Daily Star და იტალიურმა ჟურნალმა Chi გამოაქვეყნა.

 

კომენტარები