რელიგია

იოანე პავლე მეორის ძეგლი სახეცვლილებებს განიცდის

რომის პაპის, განსვებენული იოანე პავლე მეორის ძეგლი, რომელიც რომის ცენტრალური რკინიგზის სადგურ ტერმინიზე 2011 წლის მაისში აღმართეს, ცვლილებებს განიცდის. „თუ ვცდები, შემისწორეთ“- ეს იოანე პავლე მეორის სიტყვებია, დიდი მითქმა-მოთქმის შემდეგ კი რომაელებმა ქანდაკების იერსახის „შესწორება“ გადაწყვიტეს.

 დიდი პოლემიკის შემდეგ, რომელიც მორწმუნე კათოლიკებმა ძეგლის გარშემო გამართეს, პაპი სახეს შეიცვლის.  მისი წინანდელისგან განსხვავებით, გამომეტყველება ნაკლებ მკაცრი გაუხდება, მზერა ხალხისკენ ექნება მიმართული და სიმაღლეშიც ორმოცდაათი სანტიმეტრით მოიმატებს. შეიცვლება ასევე მისი განათებაც: ქანდაკების ძირისკენ მიმართული შუქი მიანიშნებს იმ სინათლეზე, რომელიც პონტიფიკოსმა თავისი განვლილი გზით დატოვა. სახეცვლილი ძეგლის გახსნა პირველი ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

კომენტარები