სასჯელაღსრულების სისტემა

ვანო მერაბიშვილი: პატიმრებთან დაკავშირებულ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაკავებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაშურში გამართულ მთავრობის სხდომაზე გლდანის #8 საპყრობილეში პატიმართა წამების ფაქტების შესახებ განცხადება გააკეთა. პრემიერმა 18 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალებს აღმაშფოთებელი უწოდა და განმარტა, რომ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაკავებულია და ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.

"გლდანის ციხეში ჩადენილი დანაშული ესაა აღმაშფოთებელი, ამიტომ ყველა, ვინც ამ საქმეშია ჩარეული, დაკავებულია და ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. დაისჯება ყველა შემსრულებელი, დამკვეთი და ორგანიზატორი, მე პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ როგორც ჩვენ პოლიციაში აღმოვფხარით წამების ფაქტები, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ჩვენების გამოძალვისა და აღიარებისთვის და უკვე დიდი ხანია ასეთ ფაქტებს ადგილი აღარ აქვს, ისე სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის წამებისა და ღირსების შემზარავი ქმედებები გამოირიცხება. მე ამას პირადად უზრუნველვყოფ". - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

 

კომენტარები