კინო

კანის ფესტივალის კრიტიკოსთა კვირეული თბილისში

ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, 15 სექტემბრიდან, კინოთეატრ ამირანში კანის კინოფესტივალის სექციის – კრიტიკოსთა კვირეულის ფილმების ჩვენება იმართება.

კრიტიკოსთა კვირეული წელს 51-ედ მოეწყო კანის კინოფესტივალის ფარგლებში. სექცია ამ კინოფესტივალს 1961 წელს, საფრანგეთის კრიტიკოსთა ასოციაციის ინიციატივით დაემატა. სხვადასხვა დროს კრიტიკოსთა კვირეული არაერთი რეჟისორისთვის იქცა ტრამპლინად. ბერნარდო ბერტოლუჩი, კენ ლოუჩი, ლეო კარაქსი, თემურ ბაბლუანი, ოთარ იოსელიანი, ფრანსუა ოზონი – ეს იმ ცნობილი რეჟისორების არასრული სიაა, რომლებმაც კვირეულის ფარგლებში ერთ-ერთი პირველი წარმატება მოიპოვეს.

ერთი კვირის მანძილზე ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ნახოს თანამედროვე ევროპული ფილმები, რომელთა ავტორები კანის ფესტივალის კრიტიკოსებმა ახალ ტალანტებად აღიარეს. თბილისში გამართულ კრიტიკოსთა კვირეულზე, სპეციალურ პროგრამაში, 2011-12 წლებში ნომინირებული საუკეთესო ფილმების კრებულია წარმოდგენილი.

ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, კვირეულს დაესწრებიან კრიტიკოსთა კვირეულის სამხატვრო დირექტორი – ჩარლზ ტესონი, კვირეულის პროგრამების მენეჯერი – რემი ბონომი, ფილმ „ავეს” პროდიუსერი – ჯეფრი გრისონი და ფილმ „ჩემი პატარა პრინცესას” რეჟისორი – ევა იონესკო.

„ავეს” და „ჩემი პატარა პრინცესას” სეანსების დასრულების შემდეგ, მაყურებელს საშუალება ექნება, კითხვები დაუსვას ფილმების ავტორებს.

 

17 სექტემბერი

ამირანი, მცირე დარბაზი

გაქცეული რენე – ჯონათან კაუეტი (აშშ / საფრანგეთი) დოკ. 90’

ენა: ინგლისური / ქართული სუბტიტრები

 

18 სექტემბერი

ამირანი მცირე დარბაზი

ომის გამოცხადება – ვალერი დონცელი (საფრანგეთი) მხ.ფ. 100’

ენა: ფრანგული / რუსული & ქართული სუბტიტრები

 

19 სექტემბერი

ამირანი მცირე დარბაზი

ჩემი პატარა პრინცესა – ევა იონესკო (საფრანგეთი) მხ.ფ. 105’

ენა: ფრანგული /

ქართული სუბტიტრები

 

20 სექტემბერი

ამირანი მცირე დარბაზი

ავე – კონსტანტინ ბოჟანოვი (ბულგარეთი) მხ.ფ. 86’

ენა: ბულგარული / ინგლისური & ქართული სუბტიტრები

 

21 სექტემბერი

ამირანი მცირე დარბაზი

აკაციები – პაბლო გიორგელი (არგენტინა / ესპანეთი) მხ.ფ. 82’

ენა: ესპანური / ქართული სუბტიტრები.

კომენტარები