Life

Guide 23-29 ივლისი

მოდური ტენდენცია Candy Colors ამ ზაფხულს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა – თბილი პასტელის ტონალობები არა მხოლოდ სამოსში, სხვადასხვა აქსესუარებშიც დომინირებს. „კანფეტის” თემა საინტერესო აღმოჩნდა Vertu-სთვისაც. კომპანიამ ახლახან Constellation Candy გამოუშვა – ახალი სმარტფონი, რომელიც ძლიერი ტექნიკური მონაცემების გარდა, ძვირფასი თვლებითაა აღჭურვილი, უკანა პანელი კი ნიანგის ფერადი ტყავითაა გაფორმებული.

2) თუ ამ დღეებში საყიდლებზე წასვლა დააპირეთ, მაგრამ არ გაქვთ ნაცნობ მაღაზიებში უკვე ბევრჯერ ნანახი კოლექციების თავიდან დათვალიერების სურვილი, ფალიაშვილის 39ა-ს ესტუმრეთ – Lako Bukia-ს ახალ მაღაზიაში, ბუკიას ნამუშევრების გარდა, ბევრი ახალი ბრენდია წარმოდგენილი – Eudon Choi, Imogen Belfield, Sarah’s Bags, Georgia Hardringe, Retro Super Future Sunglasses, ასევე ირინა გაჩეჩილაძის სამკაულები.

3) დიორის სუნამოების საკურორტო კოლექციას ახალი არომატი, Escale a Parati შეემატა. ბრენდის ცნობილი “ცხვირის”, ფრანსუა დემაშის შთაგონების წყარო ბრაზილიის ეგზოტიკური სანაპიროები, ცხელი მზე და სამხრეთამერიკული სიხალისე გახდა. შედეგად, საკმაოდ ცოცხალი, ციტრუსოვანი არომატი შეიქმნა, რომელსაც პიტნისა და დარიჩინის სურნელი უნისექს ხასიათს ანიჭებს, კენკრა და მერქნის ტონები კი – სითბოს. მთლიანობაში, ეს კიდევ ერთი „მწვანე” სურნელია, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეს სისუფთავისა და სიგრილის შეგრძნებას დაგიტოვებთ.

 

 

კომენტარები