Life

Guide 9 - 15 ივლისი

Bvlgari-ის Jasmin Noir ზოგიერთისთვის იმ პარფიუმერულ ნარკოტიკად იქცა, რომელსაც აბსტინენტური სინდრომის გამოწვევა შეუძლია. რადგან არომატი ცივი ამინდისთვისაა განკუთვნილი, მის მსუბუქ ვერსიებზე მუშაობა დიდი ხანია დაიწყო. ჯერ Mon Jasmin Noir შეიქმნა, სულ ახლახან კი Mon Jasmine Noir L’Eau Exquise, რომელიც პირველი ვერსიის ხასიათსაც მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს და, რაც მთავარია, ზაფხულს იდეალურად შეეფერება – თურინჯის და ჩაის ნოტები პარფიუმს იმ სიგრილეს ანიჭებს, რომელიც Mon Jasmin Noir-ს აკლია. მუშკისა და კედრის სითბო არომატს იდეალურს ხდის ზაფხულის გრილი საღამოებისთვისაც.

2)ორწლიანი შესვენების შემდეგ, Four Tet, იგივე კირან ჰებდენი ახალ ალბომს – Pink – გამოუშვებს. უკვე ყველასთვის ნაცნობი სინგლების: Locked, Jupiters, Ocoras, 128 Harps, Pyramid, Pinnacles გარდა, მასში ორი ახალი კომპოზიცია შევა – Peace For Earth და Lion. ალბომის გარეკანი ჯეისონ ივენსს და თაზელაარ სტივენსონს ეკუთვნით. რელიზი აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება.

3)ყოველ ორ კვირაში ერთი ენა კვდება. აქედან გამომდინარე, 2100 წლისთვის იმ შვიდი ათასი ენიდან, რომელიც დღეს გამოიყენება, შესაძლოა ნახევარი ისე გაქრეს, რომ ჩანაწერიც არ დარჩეს. ამიტომ, National Geographic-მა ახალი პროექტი წამოიწყო – Enduring Voices, რომლის მიზანიც იშვიათი და მომაკვდავი ენების დოკუმენტირებაა. უკვე გამოიცა 8 ლექსიკონი, რომელშიც არა მარტო სიტყვები, 24 ათასამდე აუდიოჩანაწერიც შევიდა. ომოტიკი, რემო, ლაზური – პროექტმა შეიძლება არა მხოლოდ ასეთი ნაკლებად გამოყენებადი ენები გადაარჩინოს, არამედ ახლებიც აღმოაჩინოს. www.nationalgeographic.com-ზე დედამიწის კუთხეებში მეცნიერთა მოგზაურობის ამსახველი უამრავი საინტერესო აუდიო-ვიდეო მასალის პოვნა შეიძლება.

 

 

კომენტარები