Life

Guide 2 - 8 ივლისი

0 კომენტარი

საზაფხულო არდადეგებისთვის ბარგის ჩალაგებისას, ერთ-ერთი მთავარი, კარგი ფოტოკამერაა, რომელიც არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ფოტოებს გადაიღებს, არამედ უამრავ განსაცდელს გაუძლებს – აუზში ჩავარდნას, მიწაზე დაგდებას... Sony TX-20 არცთუ ურიგო არჩევანი შეიძლება გახდეს. ის არა მხოლოდ წყალგამძლეა, 1.5 მეტრის სიმაღლიდან დავარდნასაც უძლებს და არც მტვერს და სიცივეს უშინდება. ამასთან, 16 MP მატრიცითაა აღჭურვილი და დიდი, სუფთა OLED touchscreen ეკრანით გამოირჩევა.

 

2)ივ სენ ლორანის სახლიდან სტეფანო პილატის წასვლის შემდეგ არც ისე დიდი დრო გავიდა. ახალ დიზაინერს, ედი სლიმანს, ჯერ კოლექციაც არ უჩვენებია, თუმცა ცვლილებების ხანა უკვე დაიწყო – სლიმანმა გადაწყვიტა, მოდის სახლს სახელი შეუცვალოს – Yves Saint Laurent მალე Saint Laurent Paris გახდება. YSL ლოგო, ამის მიუხედავად, უცვლელი დარჩება.

 

3)Pitchfork Media-მ ეს ალბომი უკვე შეიყვანა ფავორიტების სიაში. თუ ჰიპ-ჰოპი გიყვართ, Killer Mike-ის ახალი, რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი R.A.P Music თქვენი საყვარელი რელიზების პერსონალურ სიაშიც შეიძლება აღმოჩნდეს. კრიტიკოსები ალბომს შედევრს, რევოლუციურ ნაშრომს უწოდებენ. R.A.P Music-ში თორმეტი ახალი კომპოზიცია შევიდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები