Life

Guide 18 - 24 ივნისი

0 კომენტარი

გახსოვთ ბანგა, პილატე პონტოელის მეგობარი ძაღლი? თუ მის შესახებ წარმოდგენა არ გაქვთ, შეგიძლიათ ბულგაკოვის წიგნში “ოსტატი და მარგარიტა” ჩაიხედოთ, – გვეუბნება პატი სმიტი. შეგიძლიათ პირდაპირ მომღერლის ახალი ალბომის – Banga – მოსმენაზე გადახვიდეთ, სადაც ბანგას გარდა, არის ემი უაინჰაუზისადმი მიძღვნილი This is the Girl და კიდევ ერთმანეთისგან თემატურად განსხვავებული თერთმეტი სიმღერა.

2)“მარიეტას გზა” თანამედროვე ქართველი მწერლის, ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობების კრებულია, რომელიც გამომცემლობამ პალიტრა L , “ახალი ქართული ლიტერატურის” სერიის ფარგლებში გამოსცა. წიგნში შესულია მწერლის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული მოთხრობები კრებულებიდან: „ბერიკაობა” (2003 წ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურული პრემია საბა ნომინაციისთვის საუკეთესო დებიუტი) და „მე, მარგარიტა” (2005 წ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).

 3)თუ ცაბაძის ქუჩაზე გაივლით, მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ძველი შენობა მოგხვდებათ თვალში. პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე შიმკევიჩის შენობა ეკუთვნის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს, რომელიც არამხოლოდ სტილისტური თვალსაზრისითაა საინტერესო – მასში იშვიათი კოლექციები და წიგნები ინახება. ამ დღეებში კი მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას “ნიჟარების იდუმალი სამყარო”, რომელიც ბიოლოგის, ვალერი პეტროვის კერძო კოლექციას წარმოგვიდგენს. მასში სხვადასხვა ზღვებისა და ოკეანეების მოლუსკების იშვიათი ნიჟარებია შესული.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები