Guide

Guide 11-17 ივნისი

0 კომენტარი

Vitra მსოფლიოში კარგად ცნობილი, თანამედროვე, მაღალი კლასის ავეჯის მწარმოებელი ევროპული კომპანიაა, რომლის ტრადიციაც სახელოვანი დიზაინერების საკულტო ნივთების სერიების შექმნა გახლავთ. სახლის, ოფისის და საჯარო სივრცისთვის ამ ავეჯის შეძენა უკვე თბილისშიც შესაძლებელი გახდა – Vitra თავის შოურუმში, დავით უზნაძის 4 ნომერში გეპატიჟებათ.

2)Dover Street Market-ი რეი კავაკუბოს მიერ ლონდონში შექმნილი სიურრეალისტური სამოთხეა, სადაც თანამედროვე დიზაინი მოდერნული საზოგადოების ცხოვრების წესს პასუხობს. ამჯერად, შეუდარებელმა აზედინ ალაიამ ექსკლუზიურად Dover street market-ისთვის შექმნა კაბის ოთხი დიზაინი. მოდელები მხოლოდ შემოდგომამდე გაიყიდება.

3)8 ივნისს რიდლი სკოტი დაბრუნდა მომავალში – იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. რეჟისორმა უკვე გადაიღო „უცხო” და „სამართებელზე მორბენალი” – სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმები, რომლებმაც დროთა განმავლობაში საკულტოს წოდება მოიპოვეს. „პრომეთე” კი რიდლი სკოტის ახალი პროექტია, რომელიც „უცხოს” ერთგვარი პრიქველია და გვიყვება ადამიანების ექსპედიციაზე უცნობ პლანეტაზე, სადაც მათ კაცობრიობის მომავლის გადარჩენა მოუწევთ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები