Life

Guide 14 - 20 მაისი


1) ზურგჩანთა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აქსესუარად უკვე იქცა. მეტიც, Eatspak-ის Artist Studio კოლექცია მას, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ისე წარმოგვიდგენს. ზურგჩანთების თითოეული მოდელის დიზაინი ეკუთვნით მხატვრებს, მოქანდაკეებს, დიზაინერებს და სხვა ცნობილ ადამიანებს – ჯონი მარს (The Smiths), გერმანულ ელექტრო-ჰაუს ბენდს Tiefschwarz-ს...

 


2) ინგლისური ოპერა Dr. Dee – An English Opera გასული წლის ზაფხულში დაიდგა მანჩესტერში და მსოფლიოს წამყვანი გამოცემების მიერ მაღალი ქულებით შეფასდა. ოპერა ცნობილი მათემატიკოსის და ასტროლოგის, ჯონ დის შესახებაა და ის Gorillaz-ის ვოკალისტმა, დეიმონ ალბარნმა რეჟისორ რუფუს ნორისთან ერთად შექმნა. ალბარნი ამბობს, რომ მუშაობის პროცესში უცნაური ემოციური კავშირი იგრძნო მაშინდელ, ჯადოსნურ ინგლისთან. „საოცარია, რამდენი ფერია მის იდეებში”, – ამბობს მუსიკოსი დის შესახებ. ერთი კვირის წინ სტუდიური ალბომი Dr. Dee-იც გამოვიდა.

 


3) საზაფხულო გარდერობის შედგენისას, სპორტული სტილის მოყვარულების წინაშე ერთი პრობლემა დგება – ცხელ ამინდში ჩვეულებრივი კედები არც ისე კომფორტულია, როგორც სხვა სეზონებზე. თუმცა Converse-ის All Star Thong სანდლები, ისევე როგორც სხვა ფეხსაცმელი თხელი ძირითა და ღია წინა ნაწილით (Chuck Taylor All Star კოლექციიდან), შესაძლოა, ბევრისთვის ოპტიმალურ გამოსავლად იქცეს.

 

კომენტარები