ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა. კოალიციის ლიდერმა 21 სექტემბერს ხონში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის, რაც ბოლო დღეებში საქართველოში მოხდა, ბარბაროსობაა.

„ვნახე, რაც ხორციელდება 21-ე საუკუნეში საქართველოს ციხეებში, როგორ ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს შემრცხვა და განვიცადე. დარწმუნებული ვარ, იგივე განცდა გქონდათ აბსოლუტურ უმრავლესობასაც". – აღნიშნა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერის თქმით, იგი მიხეილ სააკაშვილს ბოლო რჩევას აძლევს და მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად გადადგეს. ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის გადადგომა ღირსებას შეუნარჩუნებს ქვეყანას, რადგან აღნიშნულმა კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარეს და ცივილიზებული საზოგადოება შეძრწუნებულია. მისი განცხადებით, საქართველოში სიცრუის მანქანა და ციხეებში წამება მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა.

კომენტარები