სასჯელაღსულების სისტემა

გიორგი ტუღუში: პატიმართა რაოდენობა შემცირდება, პრობაციონერთა კი განახევრდება

სასაჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. ტუღუშის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში ცვლილებები გატარდება არაერთი მიმირთულებით, მათ შორის იგეგმება პატიმართა რაოდენობის შემცირდება, პრობაციონერთა რაოდენობის განახევრება, ვადამდე გათავისუფლების კომისიის ეფექტურობის გაზრდა და ამ კომისის რეფორმის დაწყებაც.

”ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოვაწესრიგოთ სიტუაცია სისტემაში. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ამ ეტაპზე არის წამების, ღირსებისშემლახავი და არასათანადო მოპყრობის ყველა მსხვერპლის იდენტიფირება და მათთვის ადეკვატური რეაბილიტაციის სერვისები მიწოდება. არ არის საუბარი მხოლოდ გლდანის მერვე დაწესებულებაზე. გაუმჯობესდება პატიმართა ყოფითი პირობები. გლდანის მერვე დაწესებულებაში დღესვე შევიტანთ ახალ 1600 მატრასს, ეს იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.” - აღნიშნა ტუღუშმა.

მინისტრის განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში მრჩეველთა საბჭო შეიქმნება, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან და საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. მათ ექნებათ უფლება განახორციელონ მონიტორინგი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

გიორგი ტუღუშის თქმით, ჯანდაცვა დაექვემდებარება სრულ რეფორმირებას, დაინერგება სხვადასხვა თანამედროვე ელექტრონული სისტემები, ადვოკატებს სამუშაოდ უკეთესი პირობები ექნებათ, მოწესრიგდება პაემნების სისტემაც. 

 

კომენტარები