კათოლიკე ეკლესია

კათოლიკე ეპისკოპოსი საქართველოში პატიმართა წამების ფაქტებს ეხმაურება

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ფეისბუქის პირად გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:

”კათოლიკე ეკლესია საქართველოში ეხმაურება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოვლენილ პატიმრების მიმართ ძალადობრივი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და უერთდება ყველას, ვინც ამ დღეებში ხმა აიმაღლა ადამიანის ღირსების დასაცავად, მიუხედავად მისი ეროვნების, წარმომავლობისა და ვითარებისა, რომელშიც ის შეიძლება იმყოფებოდეს.

კათოლიკე ეკლესია ეყრდნობა ბიბლიას: “ვაი მას, ვინც კაენს შეეხება” (შდრ. დაბ. 4,15), რომელიც გმობს ძალადობის ნებისმიერ ფორმას და გამოვლინებას, და განაახლებს თავის ძალისხმევას, იღვაწოს სამართლიანობის, თავისუფლებისა და პატივისცემისათვის ყველას მიმართ.” - ნათქვამია მონსენიორ ჯუზეპეს განცხადებაში.

კომენტარები