ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი

რთული ბიბი

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი ბი­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­ა­ჰუ

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი ბი­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­ა­ჰუ
ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი ბი­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­ა­ჰუ კვლავ ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში მო­ექ­ცა. მან მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა აშ­შ­-ის მოქ­მე­დი ად­მი­ნის­ტ­რა­ცია ირა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­მო. ბი­ბის ეს ნა­ბი­ჯი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად იქ­ნა აღ­ქ­მუ­ლი, ზო­გი­ერ­თ­მა მას­ში აშ­შ­-ის მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის სურ­ვი­ლი ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ირან­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი დარ­ტყ­მის­თ­ვის შემ­ზა­დე­ბა წა­ი­კითხა. ნე­თა­ნი­ა­ჰუს ეს ქმე­დე­ბა უფ­რო კომ­პ­ლექ­სუ­რი პო­ზი­ცი­ის შე­დე­გია და ირა­ნის ბირ­თ­ვულ პროგ­რა­მა­ზე არ­სე­ბულ დე­ბა­ტებს ეხ­მი­ა­ნე­ბა.

11 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­მი­ერ­მა ნე­თა­ნი­ა­ჰუმ აშ­შ­-ის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია გა­კიცხა ირა­ნის ბირ­თ­ვულ პროგ­რა­მა­ზე იმ „წითელი ხა­ზე­ბის” არარ­სე­ბო­ბის გა­მო, რომ­ლის გა­დაკ­ვე­თა­საც სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა. მი­სი რის­ხ­ვის ობი­ექ­ტი უპი­რა­ტე­სად სა­ხელ­მ­წი­ფო მდი­ვა­ნი ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი იყო, რო­მელ­მაც თქვა, რომ აშშ არ აცხა­დებ­და ბო­ლო ვა­დას ირან­ზე სამ­ხედ­რო პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად. ბი­ბიმ საყ­ვე­დუ­რი გა­მოთ­ქ­ვა, რომ „საერთაშორისო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში ვინც უარს ამ­ბობს ირა­ნის წი­ნა­შე წი­თე­ლი ხა­ზე­ბის გავ­ლე­ბა­ზე, არ აქვს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა ის­რა­ელს წი­თე­ლი შუ­ქი აუნ­თოს”. ვი­თა­რე­ბა უფ­რო და­ი­ძა­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ხმე­ბის გა­მოც, რომ­ლის მი­ხედ­ვით, თეთ­რ­მა სახ­ლ­მა უარ­ყო ნე­თა­ნი­ა­ჰუს თხოვ­ნა პრე­ზი­დენტ ობა­მას­თან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ. იმა­ვე ღა­მეს ორი სა­ხელ­მ­წი­ფოს ლი­დერს ერ­თ­მა­ნეთ­თან მძი­მე ერ­თ­სა­ა­თი­ა­ნი სა­უ­ბა­რი ჰქონ­და.

ნე­თა­ნი­ა­ჰუს გან­ცხა­დე­ბას ამე­რი­კულ მე­დი­ა­ში მრა­ვა­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა მთა­ვა­რი შე­კითხ­ვით – შორს ხომ არ შე­ტო­პა ბი­ბიმ უპირ­ვე­ლე­სი მო­კავ­ში­რის და ზე­სა­ხელ­მ­წი­ფოს გაკ­რი­ტი­კე­ბით. მი­სი ნა­ბი­ჯის სა­ვა­რა­უ­დო გან­მარ­ტე­ბებს შო­რის და­სა­ხელ­და მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თ­ვა და რეს­პუბ­ლი­კელ­თა კან­დი­და­ტის, მიტ რომ­ნის მხარ­და­ჭე­რა, რო­მელ­თა­ნაც ბი­ბის ახ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბი აქვს. ამ­გ­ვა­რი ახ­ს­ნა ნაკ­ლე­ბად სან­დო­ა, რად­გან ნე­თა­ნი­ა­ჰუს მსგავ­სი გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი არ გა­რის­კავ­და იმ ადა­მი­ან­თან ღია და­პი­რის­პი­რე­ბას, რო­მელ­თა­ნაც, წი­ნას­წა­რი გა­მო­კითხ­ვე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფ­რო მო­უ­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა ზე­სა­ხელ­მ­წი­ფოს ლი­დე­რის რან­გ­ში.

ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გან­მარ­ტე­ბაა ირან­ზე შე­ტე­ვის წინ რი­ტო­რი­კუ­ლი სა­ფუძ­ვ­ლის შექ­მ­ნა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის წი­ნას­წარ გა­მარ­თ­ლე­ბა. ამ მო­საზ­რე­ბის მი­ხედ­ვით, ნე­თა­ნი­ა­ჰუს მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია სან­ქ­ცი­ე­ბის უუნა­რო­ბა­სა და ირა­ნის „იმუნიტეტის ზო­ნამ­დე” მი­სულ ბირ­თ­ვულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში, იწყებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის სამ­ხედ­რო შე­ტე­ვის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბას.

გა­მო­ცე­მა The Atlantic-ის ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ჯეფ­რი გოლ­დ­ბერ­გის შე­ნიშ­ვ­ნით, ნე­თა­ნი­ა­ჰუს შეშ­ფო­თე­ბა კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლია რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რო­გორც ცნო­ბი­ლი­ა, თეთ­რი სახ­ლის პო­ზი­ცი­ა­ა, რომ აშშ არ და­უშ­ვებს ირა­ნის მი­ერ ბირ­თ­ვუ­ლი იარა­ღის ფლო­ბას. ის­რა­ე­ლის ლი­დე­რის­თ­ვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­კითხი, ნიშ­ნავს თუ არა ეს ირა­ნის მხრი­დან იაპო­ნი­ის მსგავ­სად ბომ­ბის ასა­მოქ­მე­დებ­ლად საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ურა­ნის და სა­რა­კე­ტო სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბას. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ უნ­და გახ­დეს ცნო­ბი­ლი, თუ რო­დის გა­დაწყ­ვეტს ირა­ნი მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან ბირ­თ­ვუ­ლი იარა­ღის შექ­მ­ნას? ამე­რი­კუ­ლი მხრი­დან ამას უზ­რუნ­ველ­ყოფს დაზ­ვერ­ვა, თუმ­ცა არც ეს უკა­ნას­კ­ნე­ლია შე­უც­დო­მე­ლი.

აშ­შ­-ის დაზ­ვერ­ვა არა­საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის, ინ­დო­ე­თის და პა­კის­ტა­ნის ბირ­თ­ვუ­ლი პროგ­რა­მე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რაც ამ ქვეყ­ნე­ბის ბირ­თ­ვულ კლუბ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბით დას­რულ­და. ობა­მას მსგავ­სად, მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი კლინ­ტო­ნი და ბუ­ში იმე­ო­რებ­დ­ნენ, რომ ბირ­თ­ვუ­ლი ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. აშ­შ­-ის დაზ­ვერ­ვას აგ­რეთ­ვე არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია ლი­ბი­ის და სი­რი­ის პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ და შეც­და ერა­ყის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ნე­თა­ნი­ა­ჰუს მღელ­ვა­რე­ბა უფ­რო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ხდე­ბა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის მი­ერ იმა­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად გა­მოცხა­დე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია და სან­ქ­ცი­ე­ბის პო­ლი­ტი­კა უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნ­და შე­ე­ფერ­ხე­ბი­ნა IAEA-ის (ატომური ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო) ინ­ფორ­მა­ცი­ით ირა­ნის მი­ერ გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ურა­ნის რა­ო­დე­ნო­ბის არ­ნა­ხუ­ლად ზრდა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ირა­ნი ბირ­თ­ვუ­ლი იარა­ღის დამ­ზა­დე­ბის­გან ჯერ შორ­სა­ა.

ნე­თა­ნი­ა­ჰუს პო­ზი­ცი­ის გან­ხილ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია ის­რა­ე­ლის მხრი­დან ირან­ზე შე­ტე­ვის ირ­გ­ვ­ლივ არ­სე­ბუ­ლი დე­ბა­ტე­ბის გა­რე­შე. ერ­თი ბა­

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
ნა­კი მი­იჩ­ნევს, რომ ის­რა­ე­ლის­თ­ვის ბირ­თ­ვუ­ლი ირა­ნი სა­სი­ცოცხ­ლო საფ­რ­თხეს წარ­მო­ად­გენს და ის­რა­ელს მოქ­მე­დე­ბა მარ­თებს. მე­ო­რე, უფ­რო რე­ალ­პო­ლი­ტი­კის მომ­ხ­რე­თა აზ­რით, ის­რა­ელს ბირ­თ­ვულ ირან­თან თა­ნაცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლი­ა, ხო­ლო აშ­შ­-ის ჩა­რე­ვა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არაა მკა­ფიო ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო.

პრე­მი­ე­რი ნე­თა­ნი­ა­ჰუ პირ­ველ, „ეგზისტენციალისტთა” ბა­ნაკს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა და მი­იჩ­ნევს, რომ ბირ­თ­ვუ­ლი ირა­ნის თა­ვი­დან არი­დე­ბა ამ ქმე­დე­ბით გა­მოწ­ვე­ულ შე­დე­გებს აღე­მა­ტე­ბა. მას ურ­ჩევ­ნია გა­დად­გას მტკივ­ნე­უ­ლი ნა­ბი­ჯი დღეს, რა­თა მო­მა­ვალ­ში უფ­რო დი­დი სა­ფა­სუ­რი არ მი­ი­ღოს. ამ ბა­ნა­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა აზ­რით, ირა­ნი ასეთ სა­კითხ­ში რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი არაა და ირა­ნის ლი­დე­რე­ბის რე­ლი­გი­უ­რი ფა­ნა­ტიზ­მი მა­თი ქმე­დე­ბე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბას შე­უძ­ლე­ბელს ხდის. შე­სა­ბა­მი­სად, ბირ­თ­ვუ­ლი პა­რი­ტე­ტი (MAD), რაც ცი­ვი ომის დროს აშ­შ­-­საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ბა­ლანსს ხელს უწყობ­და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში უად­გი­ლო­ა. ამ­გ­ვა­რი პო­ზი­ცი­ის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­რა­ე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სამ­ხედ­რო ელი­ტის საგ­რ­ძ­ნობ ნა­წილს წარ­მო­ად­გე­ნენ, ირანს რა­ცი­ო­ნა­ლურ მო­თა­მა­შედ მი­იჩ­ნე­ვენ.

ნე­თა­ნი­ა­ჰუს კრი­ტი­კო­სე­ბი ხში­რად ამ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ თა­ვად პრე­მი­ე­რი არ არის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი. ისი­ნი ხაზს უს­ვა­მენ ბი­ბის მი­ერ ის­ტო­რი­უ­ლი ანა­ლო­გე­ბის და ლი­დე­რე­ბის მა­გა­ლი­თე­ბად ხშირ მოყ­ვა­ნას და ჰო­ლო­კოს­ტის ტრა­გე­დი­ით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას, რა­საც ოჯა­ხუ­რი ფაქ­ტო­რე­ბიც გა­ნა­პი­რო­ბებს (მამამისი, ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სი ბენ­ცი­ონ ნე­თა­ნი­ა­ჰუ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ეს­პა­ნეთ­ში ებ­რა­ე­ლე­ბის დევ­ნას იკ­ვ­ლევ­და და რე­ვი­ზი­ო­ნის­ტულ სი­ო­ნიზმს მის­დევ­და). მა­თი აზ­რით, უაღ­რე­სად თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი ნე­თა­ნი­ა­ჰუ სა­კუ­თა­რი გმი­რუ­ლი მი­სი­ის გრძნო­ბი­თაა შეპყ­რო­ბი­ლი და ნაკ­ლე­ბად ით­ვა­ლის­წი­ნებს თვით უახ­ლო­ე­სი მრჩე­ვე­ლე­ბის აზ­რ­საც კი.

ის­რა­ე­ლის პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე ბირ­თ­ვუ­ლი ირა­ნის საფ­რ­თხე პრე­მი­ერ ნე­თა­ნი­ა­ჰუს პო­ზი­ცი­ებს ამ­ყა­რებს. მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბის­თ­ვის ამ­გ­ვარ ვი­თა­რე­ბა­ში ის სა­ი­მე­დო ლი­დე­რი­ა. ირა­ნის ბირ­თ­ვუ­ლი პროგ­რა­მა აგ­რეთ­ვე მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნად აქ­ცევს პა­ლეს­ტი­ნურ მხა­რეს­თან სამ­შ­ვი­დო­ბო პრო­ცესს, რაც მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტია ლი­კუ­დის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო სფე­როდ არ მი­იჩ­ნე­ვა.

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ბი­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ოპო­ნენ­ტის, პრე­ზი­დენტ ობა­მას პო­ზი­ცი­ებს. ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა მრა­ვალ­ჯერ და­დო პი­რო­ბა, რომ ირა­ნი ბომბს ვერ მი­ი­ღებს. შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი პრე­ზი­დენ­ტო­ბა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბად შე­ფას­დე­ბა, თუ მის ვა­და­ში ირა­ნი ბირ­თ­ვულ კლუბ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას მო­ა­ხერ­ხებს. პი­რა­დი პრეს­ტი­ჟის გარ­და, დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ას მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ე­ლა­ხე­ბა რე­პუ­ტა­ცია სი­სუს­ტი­სა და უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის­თ­ვის. ამას­თა­ნა­ვე, ის ბირ­თ­ვუ­ლი გა­უვ­რ­ცე­ლებ­ლო­ბის მომ­ხ­რეა და მი­იჩ­ნევს, რომ ბირ­თ­ვუ­ლი ირა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყვე­ლა­ზე ცხე­ლი რე­გი­ო­ნი, შე­ი­ა­რა­ღე­ბის­თ­ვის რბო­ლის სცე­ნად გა­და­იქ­ცე­ვა. ამ მი­ზე­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მან იცის, რომ ბირ­თ­ვუ­ლი ირა­ნის არ­სე­ბო­ბას ვერ და­უშ­ვებს.

 

კომენტარები