საქართველო-საფრანგეთი

თინა ბურჯალიანი: ქართულ მხარეს ფრანგ კოლეგებთან კონფიდენციალურობის ვალდებულება არ აუღია

ქართულ მხარეს საფრანგეთის უწყებებთან თანამშრომლობის დროს, ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე ვალდებულება არ აუღია. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა განაცხადა.

,,ეს სამართლებრივი დახმარების თხოვნა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გაუგზავნა საფრანგეთის სასამართლოს, სრულად დაკმაყოფილდა გუშინ 25 სექტემბერს. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს და ასევე საჯარო პირების შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებს, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არც ერთ ეტაპზე არ აუღია ვალდებულება საფრანგეთის შესაბამისი სტრუქტურების წინაშე ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.’’-განაცხადა თინა ბურჯალიანმა.

მისივე თქმით, ქართველი სამართალდამცავები ფრანგ კოლეგებთან  საფრანგეთის საგარეო უწყების გარეშე თანამშრომლობდნენ.

,,გაკვირვებული ვარ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით. საქმე იმაშია, რომ დიპლომატიური სტრუქტურები საქართველოსა და საფრანგეთის ამ თანამშრომლობაში ჩართული არ ყოფილან. თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება განხორციელდა ევროპული კონვენციის თანახმად. კერძოდ, ამ კონვენციის მე-13 მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს ორი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების პირდაპირ კომუნიკაციას და თანამშრომლობას.’’-აღნიშნა თინა ბურჯალიანმა.

შეგახსენებთ, საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ჟან­დარ­მე­რი­ის მი­წო­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ფაქ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო უწ­ყე­ბის პრეს­სპი­კე­რის მო­ად­გი­ლის ვენ­სან ფლო­რე­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ფრან­გუ­ლი მხა­რე გა­ო­ცე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით. 
საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო უწ­ყე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ნე­ბარ­თვა არ გა­უ­ცია.

კომენტარები