აუდიოჩანაწერები

Youtube-ზე ქართული ოცნების წევრების აუდიოჩანაწერები გავრცელდა

0 კომენტარი

Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც ასახულია კოალიცია ქართული ოცნების წევრების საუბრები. ჩანაწერები ბესო სურმავამ გაავრცელა, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო. მისივე თქმით, ქართული ოცნების წევრების საუბრების მოსმენა და ჩაწერა უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდა დავალებული.

,,ვიცი, რომ ამ ვიდეოს ნახვა ბევრს გაუკვირდება, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვთვლი, მოვიქცე ისე, როგორც მიმაჩნია საჭიროდ. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ბიძინასგან ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს ევალებოდა, ქართული ოცნების წევრების საუბრების ფარული მოსმენა და ჩაწერა, რაზეც მე მიმიწვდებოდა ხელი."- აცხადებს ბესო სურმავა საკუთარ ვიდეომიმართვაში.

ჩანაწერებში ფიგურირებენ ეკა ბესელია, ირაკლი ალასანია, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და გია ხუხაშვილი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები