ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: გავრცელებული აუდიოჩანაწერები ფაბრიკაციაა

Youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. მან ჩანაწერებს ფაბრიკაცია უწოდა.

,,ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ გადაფაროს ის კადრები, რომლებიც ციხეებში არსებულ რეალობას ასახავდა. ხელისუფლება ამ მორიგი ფაბრიკაციებით ცდილობს, ხალხს ეს ამბავი დაავიწყოს და მისი გადაფარვა მოახდინოს, თუმცა ამას ვერ შეძლებს, ეს არის იაფფასიანი ფაბრიკაცია და არასერიოზულია მასზე ლაპარაკი.’’-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დაცვის თანამშრომლებისთვის კოალიციის წევრების საუბრების ჩაწერის დავალება არასდროს მიუცია და მისი ,,დაცვის წევრი დააშინეს.’’

შეგახსენებთ, Youtube-ზე გავ­რცელ­და აუდიოჩანაწერები, სა­დაც ასა­ხუ­ლია კო­ა­ლი­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის წევ­რე­ბის სა­უბ­რე­ბი.

ჩა­ნა­წე­რე­ბი ბე­სო სურ­მა­ვამ გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი დაც­ვის წევ­რი იყო. მი­სი­ვე თქმით, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის წევ­რე­ბის სა­უბ­რე­ბის მოს­მე­ნა და ჩა­წე­რა უსაფ­რთხო­ე­ბის სამ­სა­ხურს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან ჰქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი.

კომენტარები