არჩევნები 2012

ივანიშვილი: თუ შემეხებოდნენ უარესი დაემართებოდათ ვიდრე ხოდორკოვსკიზე მოუვიდათ

”პუტინს დიდად არ მოსწონდა რომ მე საქართველოში ქველმოქმედებას ვეწეოდი. მაგრამ იმიტომ იტანდა რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც მშვენივრად იცოდნენ ვინ ვიყავი მე. ეტალონი იყო გამჭვირვალეობის ჩემი ბიზნესი. თუ შემეხებოდნენ უარესი დაემართებოდათ ვიდრე ხადარკოვსკიზე მოუვიდათ,” განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მაესტროზე ქართული ოცნების პროგრამის წარდგენისას.  

მისი თქმით, მისი ბიზნესის რუსეთში ფუნქციონირების შესახებ ყველაფრის კარგად გასაგებად გაზეთ Ведомости-ში გამოქვეყნებული მისი ინტერვიუს წაკითხვაა საჭირო.

ქართული ოცნების ლიდერის თქმით, მხოლოდ მისმა ბანკმა შეძლო ვალები დაებრუნებინა და რუსეთის ფინანსთა მინისტრი მედიის და მევალეების წინაშე თავის დასაცავად ყოველთვის ივანიშვილის ბანკის მაგალითს იყენებდა.  

ივანიშვილის განცხადებით, ის რუსეთში კანონიერების სადარაჯოზე იყო, მისი ბიზნესი კი გამჭვირვალეობის ეტალონი იყო.

”ძალიან ბევრი მაკონტროლებელი შემოვიდა ჩემთან და ვერაფერი ვერ ნახეს და გაოცებულნი წავიდნენ,” განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა.

მისი თქმით, რუსეთში საკუთარი ქონება მესამედ ფასში გაყიდა და მას ამის გამო მხოლოდ დილეტანტები აკრიტიკებენ.

” რაც გავყიდე მესამედ ფასში გავყიდე, ამაზე საერთოდ კითხვა როგორ ისმის. მაკკეინმა როცა ნახა რომ ჩემი აგრარული ბიზნესი ამერიკულმა კომპანიამ შეიძინა, საერთოდ სააკაშვილი გაგონება არ უნდოდა და მარტო ჩემზე უნდოდა ლაპარაკი და ძალიან კარგად ვგრძნობდი როგორ დათბა,” განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები