კაფე

ვენეციის კაფე ფლორიანი ძველ ბრწყინვალებას დაიბრუნებს

0 კომენტარი

ვენეციის ერთ-ერთი სიმბოლო, კაფე ფლორიანი, რომელიც სამასწლიან ისტორიას ითვლის და ევროპის უძველესი კაფეა, მალე პირვანდელ ბრწყინვალებას დაიბრუნებს. გამოჩენილ ადამიანთა დარბაზში, რომელსაც თავს დროზე ჩარლზ დიკენსი, მარსელ პრუსტი, ჯაკომო კაზანოვა, ელეონორა დუზე თუ გაბრიელე დ’ანუნციო სტუმრობდნენ, სარესტავრაციო სამუშაოები აქტექტორ, ბარბარა პასტორის ხელმძღვანელობით ჩატარდა. ფრესკები და ოქროთი მოვარაყებული ჩუქურთმები გაიწმინდა, დროთა მანძილზე დაძველებული ავეჯი განახლდა და რესტავრაცია ჩაუტარდა ჯულიო კარლინის ფერწერულ ტილოებსაც, რომლებზეც ვენეციის გამოჩენილი ადამიანები, ენრიკო დანდოლო, კარლო გოლდონი, თუ ტიციანი არიან გამოსახულები.

ვენეციის ცენტრალურ, სან მარკოს მოედანზე მდებარე კაფე ფლორიანი, 1720 წელს ფლორიანო ფრანჩენსკონიმ,  დაარსა და ეს იმ დროს ერთადერთი თავშეყრის ადგილი იყო, სადაც კაცებთან ერთად, ქალებიც დაიშვებოდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები