გამოძიება

ლიტველი კრიმინალისტი: პა­ტი­მარ­თა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის სცე­ნე­ბი იმიტაციაა

პატიმართა გაუპატიურების სცენები, რომლების გლდანის ციხის ვიდეოჩანაწერებშია დაფიქსირებული, იმიტაციას წარმოადგენს. ასეთი მოსაზრება BBC-ს რადიოს ეთერში ლიტველმა კრიმინალისტმა, ლიტვის სასამართლო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა რომას რაუდისმა გამოთქვა.

რაუდისი საქართველოში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად იმყოფებოდა. მისი თქმით, მას ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულ მხოლოდ ორ პატიმართან გასაუბრების საშუალება ჰქონდა. ექსპერტთან საუბარში პატიმრებმა სექსუალური ძალადობის ფაქტები უარყვეს. „პატიმრებმა დეტალების ახსნისგან თავი შეიკავეს. არც ის თქვეს, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი ამ ფილმში, ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ მეტი იცის. მათ მხოლოდ ის მითხრეს, რომ ისინი გააფრთხილეს, დამდგარიყვნენ ვიდეოკადრებში ასახულ პოზიციაზე და ეკეთებიანათ ის, რაც აკეთეს. ერთ-ერთმა მათგანმა ზუსტად მითხრა, კონკრეტულად როგორ უნდა მოქცეულიყო. მეორემ კი ამაზე საუბარი არ ისურვა. მან უბრალოდ ის თქვა, რომ ადამიანებს, რომლებიც მათ აწამებდნენ, მათზე სექსუალური ძალადობა არ განუხორციელებიათ“, - განაცხადა ექსპერტმა.

ლიტველმა ექსპერტმა, პროკურატურის ნებართვით, ამ ორი პატიმრის გამოკვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მათ სხეულზე უცხო საგნით გაუპატიურების  ნიშნები არ შეიმჩნევა და, როგორც ექიმი, იგი არ ადასტურებს მათ მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტს. რადგან მსგავსი სახის დაზიანებები, რომელიც გავრცელებული ვიდეო კადრების მიხედვით მათ უნდა ჰქონოდათ, სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში რჩება.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს ფილმი პოლიტიკური მიზნებისთვის იყო დადგმული, რომას რაუდისმა განაცხადა, რომ მას მხოლოდ სამედიცინო დასკვნების გამოტანის უფლება აქვს, რომლის თანახმადაც პატიმრების სხეულზე სექსუალური ძალადობის ნიშნები არ შეიმჩნევა.

როგორც, თავის მხრივ, BBC-სთან საუბარში ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შესაძლოა, ლიტველ ექსპერტს არ უნახავს ის პატიმრები, როლებიც სინამდვილეში ძალადობის მსხვერპლნი უყვნენ. მისი თქმით, იგი არ ამტკიცებს, რომ ექსპერტი ცრუობს. მაგრამ აღნიშნავს, რომ საზგადოებამ ეს კადრები ტელევიზიით იხილა  და ის, რასაც ექსპერტი ამტკიცებს, "მას არაფერს ეუბნება“.  

კომენტარები