საქართველო-აშშ

რიჩარდ ნორლანდმა და ამერიკელმა სენატორებმა ივანიშვილს წარმატება მიულოცეს

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ამერიკელი სენატორები და საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი მიიღო. სტუმრებმა ივანიშვილს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცეს.

ამის შესახებ ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდით გავრცელდა.

,,ჩვენ აქ ბატონ ბიძინასთან შესახვედრად მოვედით და გვინდოდა, რომ მისთვის ქართული ოცნების წარმატება მიგველოცა.“-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა.

სენატორმა ჯეიმს რიშმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აშშ-ს  შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები