ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი: ლაზიკა აღარ აშენდება

0 კომენტარი

ლაზიკა აღარ აშენდება - ეს განცხადება კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, პრესასთან შეხვედრისას გააკეთა.

,,მე ვერ ვხედავ საჭიროებას ამ ქალაქის აშენების და საერთოდ, რა ფულით უნდა აშენდეს? ეს ყველაზე ანეკდოტური შემთხვევაა, რაც სააკაშვილთან ასოცირდება.’’-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერმა მთავრობის ფორმირების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, კოალიციას მთავრობის ფორმირების გეგმა ჯერ არ გააჩნია.

მისივე თქმით, ვერც ერთი მოქმედი მინისტრი, ,,მათ შორის ვერც ვანო მერაბიშვილი’’ ვერ გახდება მისი გუნდის წევრი. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თამუნა აქსანდერი

კომენტარები