ბრაზილია 2014

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 და 16 ოქტომბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ორ შეხვედრას ჩაატარებს: ჩვენი გუნდი ჯერ ფინეთის ნაკრებს გაეჯიბრება, შემდეგ კი ბელარუსს. ორივე თამაში სტუმრად გაიმართება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დღეს ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ომარ მიგინეიშვილი (ქუთაისის ტორპედო)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივოი როგის კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (მედიასის გაზ მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (არნემის ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაქოს ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ნიჟნი ნოვგოროდის ვოლგა, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი (გორის დილა)

ნახევარმცველები: დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე მარიუპოლის ილიჩევეცი, უკრაინა), ბუბა დაუშვილი (ლვოვის კარპატი, უკრაინა), დავით კვირკველია (გორის დილა), სანდრო კობახიძე (კიევის არსენალი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნეპროპეტროვსკის დნიპრო, უკრაინა), ლევან ყენია (ლვოვის კარპატი), ნიკა ძალამიძე (ბიალისტოკის იაგიელონია, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი, რუსეთი), სანდრო გურული (გორის დილა), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია)

თავდამსხმელები: ლევან ჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი სირბილაძე (ტურკუ, ფინეთი)

ესპანეთთან მატჩში ტრავმირებული მეკარე გიორგი ლორია ნაკრებს ამ თამაშებში ვერ დაეხმარება - ის დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებს ვარჯიშს. ქეცბაიამ ეროვნულში პირველად უხმო ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს, გორის დილას მცველს გულვერდ თომაშვილს.

ჩვენი გუნდი 8 ოქტომბერს შეიკრიბება ფინეთში.

ეროვნულ ნაკრებს არასდროს უთამაშია ფინეთის წინააღმდეგ, ბელარუსს კი პირველად 7 სექტემბერს, თბილისში გაეჯიბრა.

საქართველოს ნაკრები 2 თამაშიდან 3 ქულით მესამე ადგილზეა, ჯგუფს კი ორიდან ორი მოგებით საფრანგეთი ლიდერობს.

კომენტარები