ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აშშ-სთან პარტნიორობა ნატოსა და ავღანეთში გაგრძელდეს

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეთაური გენერალ ლეიტენანტი ჯონ პაქსტონი და ევროპაში აშშ-ს საზღვაო ძალების უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ჯეიმს ო’მეარა მიიღო. კოალიციის ლიდერის Facebook-ის გვერდის ინფორმაციით, შეხვედრას ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და თავდაცვის ატაშე ჯეფრი ჰარტმანი ესწრებოდნენ.

ამერიკელმა გენერლებმა ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შეერთებული შტატებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ფორმირებასა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაში. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორობა ნატოში, ავღანეთსა და სხვა ცხელ წერტილებში გაგრძელდეს“. - აღნიშნა ქართული ოცნების ლიდერმა.

 

კომენტარები