არჩევნები 2012

ცესკომ არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 100%, რითიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებზე მუშაობა დაასრულა.

ცესკოს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემების მიხედვით ბლოკს ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება 54,85% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 40,43%.

ცესკოს სპიკერის თქმით, არსებული 3 766 უბნიდან დათვლილია ყველა უბნის მონაცემი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჩივრების განხილვის პროცესი, თუმცა, განხილვების დასრულების შემდეგ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

 

კომენტარები