ივანიშილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ბიზნესმენებს შეხვდა. 

,,არავის არ ვემუქრები, არც გაშინებთ. თავად გადახედეთ თქვენს საქმიანობას და თავად დაწიეთ ფასები რეალურ საბაზრო ფასებამდე.”-მიმართა ივანიშვილმა ბიზნესმენებს. 

ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს პირობა მისცა, რომ მათზე ზეწოლას ვერავინ გაბედავს. კოალიციის ლიდერი ასევე მზადაა, მათ პირადი კაპიტალითაც დაეხმაროს. მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის უმთავრესი სამართლიანობის განცდის აღდგენაა.

,,ვერ ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორი მომავალი უნდა ავაშენოთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამართლიანობის განცდა ქვეყანაში, აღდგეს საარბირტრაჟო სასამართლო. პოლიცია და პროკურატურა ხალხის სამსახურში ჩადგეს, მედია და ბიზნესი კი ქვეყნის ხელისუფლების ჩარევისგან განთავისუფლდეს. ესაა მთავარი, რათა აღორძინდეს ქვეყანა, ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ რეალური სამუშაო ადგილების შექმნა დასაქმების სამინიტროს არ შეუძლია და ეს ბიზნესმა უნდა გააკეთოს.’’-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება პრიორიტეტულ დარგებს, ქართული ოცნების ლიდერის თქმით, ბიზნესმა თვითონ უნდა მოძებნოს, რომელ დარგშია პრიორიტეტული ინვესტიციების ჩადება. მისივე განცხადებით, პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის განვითარება და მცირე და საშუალო საწარმოების შექმნა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, წინა ხელისუფლებამ მიუღებელი ურთიერთობა დაამყარა ბიზნესთან. 

,,რაც უფრო შორს იქნება ხელისუფლება ბიზნესისგან, მით უფრო უკეთესი იქნება."-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები