ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლება და ჩინოვნიკები კერძო ბიზნესში არ ჩაერევიან

მაქსმიმალური მცდელობა იქნება, რომ ხელისუფლება და ჩინოვნიკები არ ჩაერიონ კერძო ბიზნესში და კერძო საკუთრება იყოს დაცული. ეს უნდა იყოს სწორი ეკონომიკის საფუძველი და საფუძველი იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც უმუშევრობა ჰქვია. ამის შესახებ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კოალიციის ლიდერის თქმით, მან შეხვედრაზე ბიზნესმენებს სთხოვა, მონოპოლიებთან კავშირსა და კარტელურ შეთანხმებებში მონაწილეობაზე უარი თქვან. ივანიშვილის განცხადებით, ახალი მთავრობა დააფუძნებს ანტიმონოპოლიურ კომიტეტს და საარბიტრაჟო სასამართლოს აღადგენს.

”პროკურატურა და პოლიცია ხალხის და ბიზნესის სამსახურში იქნება. ასევე სასამართლო იქნება სამართლიანი. კარტელურ შეთანხმებებს არ ავიტანთ. ფასები უნდა იყოს საბაზრო.” - აღნიშნა ქართული ოცნების ლიდერმა.

 

კომენტარები