ვენესუელა

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში უგო ჩავესი მეოთხე ვადით აირჩიეს

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში უგო ჩავესი მეოთხე ვადით აირჩიეს. ჩავესის კანდიდატურას ამომრჩეველთა 54,42%-მა დაუჭირა მხარი, ოპოზიციის ლიდერმა ენრიკე კაპრილესმა კი ხმათა 44,97% მიიღო.

არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 80%-ზე მეტმა მიიღო.

უგო ჩავესის მეტოქემ, ენრიკე კაპრილესმა დამარცხება უკვე აღიარა და მეოთხე ვადით არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა.

უგო ჩავესი ქვეყანას 1998 წლიდან უდგას სათავეში.

კომენტარები