ცვლილებები მთავრობაში

უსუფაშვილის განცხადება ეროვნული ბანკისა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელების შესახებ

ქართული ოცნების მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატების დასახელება არ ნიშნავს , რომ მთავრობის წევრებთან ერთად პოსტებს ისინიც დატოვებენ, განაცხადა დღეს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა. 

ახალი მთავრობის დასახელებასთან ერთად ივანიშვილმა ეროვნული ბანკის და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატებიც დაასახელა. 

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭო­დან ირ­ჩევს პრე­ზი­დენ­ტი. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა, თუ ის აღარ არის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რი, თუ მან და­კარ­გა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რად ყოფ­ნის უფ­ლე­ბა (გახ­და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლის ან მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რის პარ­ტნი­ო­რი, ვერ ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო ან გარ­და­იც­ვა­ლა). პარ­ლა­მენტს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია იმ­პიჩ­მენ­ტის გზით. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის წარ­დგი­ნე­ბით სი­ი­თი შე­მად­გენ­ლბის უმ­რავ­ლე­სო­ბით პარ­ლა­მენ­ტი  7 წლით ამ­ტკი­ცებს. გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2009 წლის თე­ბერ­ვლი­დან მუ­შა­ობს.

  გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის წარ­დგი­ნე­ბით სი­ი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით პარ­ლა­მენ­ტი 5 წლით ირ­ჩევს.  ლა­შა თორ­დია გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის თა­ნამ­დე­ო­ბა­ზე 2012 წლის 25 ივ­ლისს და­ი­ნიშ­ნა. გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის გა­და­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ­პიჩ­მენ­ტის გზით, ასე­ვე თუ მან და­ი­კა­ვა რა­ი­მე სხვა შე­უ­თავ­სე­ბე­ლი პო­ზი­ცია, და­კარ­გა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, სა­სა­მარ­თლომ სცნო ქმე­დუ­უ­ნა­როდ ან გარ­დაიც­ვ­ლე­ბა.

 

კომენტარები