საზოგადოებრივი მაუწყებელი

მოამბის წამყვანმა ნინო თოლორდავამ საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა

საინფორმაციო პროგრამა მოამბის წამყვანმა ნინო თოლორდავამ საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, სადაც ჟურნალისტის მიერ პროტესტის ნიშნად სამსახურის დატოვება, პოლიტიკურ პროვოკაციად არის შეფასებული.

,,თოლორდავა წლების განმავლობაში საკუთარი სურვილით მუშაობდა საინფორმაციო სამსახურში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მისი მხრიდან არასდროს დაფიქსირებულა არანაირი პროტესტი, ასეთი ვერც იქნებოდა, რადგან ბოლო რამდენიმე წლის საერთაშორისო მონიტორების დასკვნებით, ეუთო, ევროკავშირი, ბიბისი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას და მუშაობას ყველაზე მიუკერძოებლად და დაბალანსებულად თვლის.’’-ნათქვამია განცხადებაში.

თავად ნინო თოლორდავას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

კომენტარები