ტელეკომპანიები

დავით კეზერაშვილის კომპანიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და მზის წილები გაყიდა

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის კუთვნილმა კომპანიამ შპს მედია ჯორჯიამ, რამდენიმე დღის წინ შეძენილი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 40%-იანი წილი ბიზნესმენ გიორგი ყარამანაშვილს მიჰყიდა. 
გიორგი ყარამანაშვილმა ასევე იყიდა ჯორჯიან მედიას კუთვნილი 40%-იანი წილი ტელეკომპანია მზეში. 
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ყარამანიშვილმა რუსთავი 2-ის 40% ნახევარ მილიონ დოლარად, მზის 40% კი 250 ათას დოლარად იყიდა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და მზის 40% დავით კეზერაშვილის კუთვნილმა კომპანიამ 4 ოქტომბერს იყიდა. 

კომენტარები