Pussy Riot

Pussy Riot-ის ერთ-ერთი წევრი გაათავისუფლეს

მოსკოვის სასამართლომ 10 ოქტომბერს პანკ ჯგუფის Pussy Riot ერთ-ერთი წევრი, ეკატერინა სამუშევიჩი გაათავისუფლა, თუმცა ჯგუფის სხვა ორ წევრს სასჯელი, ორწლიანი თავისუფლების აღკვეთა, ძალაში დატოვა.
მოსამართლეებმა ეკატერინა სამუშევიჩის ადვოკატის არგუმენტი მიიღეს, რომლის მიხედვითაც, სამუშევიჩი დაცვამ მანამდე გამოაგდო ტაძრიდან, სანამ თავის გიტარას ჩასადებიდან ამოიღებდა. ერთ-ერთმა ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა, რომ ჯგუფის დანარჩენი წევრებიც უნდა გათავისუფლდნენ და სააპელაციო პროცესი გაგრძელდება.
ჯგუფის წევრებმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადეს, რომ მათი პროტესტი არა ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. შეგახსენებთ, რომ Pussy Riot-ის წევრები, აგვისტოში მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში გამართული კრემლის საწინააღმდეგო პროტესტისთვის დაკავეს.

კომენტარები