განცხადება

ტაბულა საქმიანობის ფორმატს აფართოებს

ყოველკვირეული საინფორმაციო ანალიტიკური ჟურნალი ტაბულა საქმიანობის ფორმატს აფართოებს. სულ მალე ტაბულა საზოგადოებას ტელევიზიის მეშვეობითაც მიაწვდის აქტუალურ ინფორმაციასა და ანალიზს. 
ცოტა ხნის წინ, შედგა მოლაპარაკება ტაბულას გამომცემელ „სამოქალაქო განათლების ფონდსა“ და ტელეკომპანია „საქართველოს“  შორის ლიცენზიის გადაცემის თაობაზე. დღეს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წინასწარი თანხმობა მისცა მხარეებს, რომ ეს გარიგება შედგეს. 
მოგეხსენებათ, რომ 2010 წლის 15 მარტიდან ტაბულა საკუთარ მომხმარებელს ინფორმაციას ძირითადად ბეჭდური და ონლაინ სახით აწვდიდა. ის გამოცდილება, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში დაგვიგროვდა, გაგრძელდება ტელევიზიის მეშვეობითაც.
ტაბულას ძირითადი მისია იყო და დღემდე რჩება, პოლიტიკური პლურალიზმის და თავისუფალი ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. 
ჟურნალის მსგავსად ახალი ტელევიზიის დამფუძნებელი „სამოქალაქო განათლების ფონდი“ იქნება. ფონდის გამგეობის წევრები არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, გია ნოდია, გიგა ზედანია, ბაადურ მალაზონია, ლევან რამიშვილი, ალექსი მაჭავარიანი, ბექა მინდიაშვილი, დავით პაიჭაძე, კახა ბენდუქიძე, გიორგი ფრუიძე, ნინო გოგიბერიძე, დავით კოვზირიძე, ირაკლი საღინაძე, ქეთევან დევდარიანი, გიორგი ლიფონავა. 
 

კომენტარები