ბალეტი

ეს თავდაყირა სამყარო

"ეს თავდაყირა სამყარო" - თანამედროვე ამერიკელი ქორეოგრაფის, თრეი მაკინტაერის ბალეტია, რომლის საპრემიერო სპექტაკლიც თბილისში, გრიბოედოვის სახელობის თეატრში, ქართული სახელმწიფო ბალეტის მოცეკვავეების შესრულებით, 20 ოქტომბერს გაიმართება. 

სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა 2011 წლის 12 აგვისტოს, კოლორადოში, 2011 წლის 12 აგვისტოს შედგა.

ქართველი მაყურებელი თრეი მაკინტაერს 2003 წლიდან იცნობს, მისი ერთმოქმედებიანი ბალეტი "წამი გარდასახვამდე" , პირველი სპექტაკლი იყო, რომელის ნინო ანანიაშვილმა, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელმა, აჩვენა ქართველ მაყურებელს, ამავე წლის სეზონის გახსნის საპრემიერო წარმოდგენაზე.

2004 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა ამავე ქორეოგრაფის ბალეტის: "ზაფხულის ღამის სიზმრების" პრემიერაც.

კომენტარები