ყირგიზეთი

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილი დააკავეს

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის კურმანბეკ ბაკიევის შვილი ლონდონში დააკავეს. მის ექსტრადირებას აშშ ითხოვს.

ლონდონის პოლიციის თქმით, მაკსიმ ბაკიევი თავისით ჩაბარდა პოლიციას. პრეზიდენტის შვილს ბრალად ედება სამართლიანობის შეცვლის და გაყალბების მცდელობა აშშ-ში 2010-2012 წლებში.

ბაკიევი ბრიტანეთში თავშესაფარი 2010 წელს ითხოვა, მას შემდეგ რაც მამამისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოგდეს. მას ყირგიზეთშიც ეძებენ მილიონობით დოლარის მითვისებისთვის. მამამისის პრეზიდენტობისას ბაკიევი ყირგიზეთის განვითარების ცენტრალურ სააგენტოს ხელმძღვანელობდა. მას ბრალს სდებენ აშშ-ის სამხედრო ბაზისთვის საწვავის მიყიდვის კორუფციულ სქემის შექმნაში.

ყირგიზეთის პოლიციის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელის საპარ ისაკოვის თქმით, ისინი ბაკიევის ექსტრადირებას ეცდებიან, თუმცა ყირგიზეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ექსტრადირების შესახებ ხელშეკრულების არ არსებობა ამ საკითხს გაართულებს.

აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ თუ ბაკიევის დანაშაული დადასტურდება მას „ციხეში დიდი ხნის გატარება“ მოუწევს. 

კომენტარები