არჩევნები 2012

ხელმეორე კენჭისყრა სამი ოლქის თერთმეტ უბანზე

საქართველოს სამი საარჩევნო ოლქის თერთმეტ უბანზე მაჟორიტარული სისტემის განმეორებითი არჩევნები იმართება. ცესკო-ს ინფორმაციით, განმეორებითი კენჭისყრა იმართება: სიღნაღის ნომერ მე-13 საარჩევნო ოლქის - მე-5 საარჩევნო უბანში; გორის ნომერ 32-ე საარჩევნო ოლქის - მე-4 საარჩევნო უბანში; ხაშურის ნომერ 35-ე საარჩევნო ოლქის - 1, 2,3, 8, 9, 10, 13, 45 და 46 უბნებში.

ამ უბნებში კენჭისყრის განმეორებით დანიშვნა არჩევნების დღეს მომხდარმა სერიოზულმა დარღვევებმა განაპირობა. დღეს ხმის მიცემა ყველგან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სხვებთან შედარებით, მაღალი აქტივობაა სიღნაღში. აქ დღის პირველი საათისთვის არჩევანი 366 ამომრჩეველმა გააკეთა. სულ ამ უბანზე 893 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რაც შეეხებს ხაშურს, აქ საკუთარი კანდიდატურა გუშინ მოხსნა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა და ქართული ოცნების წარმომადგენელი ფაქტობრივად უკონკურენტოა.

კომენტარები